ავტორი:

"რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე - დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო“ - ნინო წილოსანი

"რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე - დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო“ - ნინო წილოსანი

"რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე - დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?)იგივეს გისურვებთ მეგობრებო", - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ვიდეოს ეხმაურება.

  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ “ფეისბუქ“ გვერდზე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ვიდეო გაავრცელა. ვიდეორგოლში ერთ-ერთ კადრად საპროტესტო აქციისას აღმართული ქართული დროშა მოხვდა, სწორედ ამ კადრზე გააკეთა ნინო წილოსანმა აქცენტი.

“ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს - სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

"ვდგევარ კლდეზე და ვდარაჯობ

დროშებს, მრავალ ბრძოლა ნახულს,

დროშებს, მომავალისათვის

საიმედოდ გადანახულს." - გალაკტიონ ტაბიძე, 1908,“ - წერს European Union in Georgia.