ცნობილი ესპანელი მომღერალი, ხულიო იგლესიასი, სერიოზული სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ესპანეთის პროკურატურამ ლეგენდარული არტისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას ორი ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი სასამართლოში 5 იანვარს შევიდა. პარალელურად, გამოცემა elDiario.es-მა და ტელეარხმა Univision Noticias-მა გამოაქვეყნეს სამწლიანი ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც იგლესიასის მხრიდან ძალადობისა და შევიწროების მასშტაბურ შემთხვევებზეა საუბარი.
გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა 15 ყოფილ თანამშრომელს მოუსმინეს, რომლებიც მომღერალთან 1990-იანი წლებიდან 2023 წლამდე მუშაობდნენ. ქალები ჰყვებიან საზარელ დეტალებს:
ამ დრომდე არც ხულიო იგლესიასს და არც მის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. დუმილს ინარჩუნებს მომღერლის ხმის ჩამწერი სტუდია Sony Music-იც.
სკანდალმა ესპანეთში პოლიტიკური გამოხმაურებაც გამოიწვია. მადრიდის რეგიონის კონსერვატორი გუბერნატორი, ისაბელ დიას აიუსო, მომღერალს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ "არ დაუშვებს უდიდესი არტისტის დისკრედიტაციას". თუმცა, ქვეყნის მემარცხენე მთავრობა პრინციპულ პოზიციას იკავებს. მინისტრ ელმა საისის განცხადებით, გამოძიება ბოლომდე მივა, რადგან "დაუსჯელობის სინდრომი საზოგადოების არცერთ სფეროში არ უნდა არსებობდეს".
ცნობისთვის ხულიო იგლესიასი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლათინოამერიკელი შემსრულებელია, რომელსაც ასეულობით მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ის ასევე მსოფლიო ვარსკვლავის, ენრიკე იგლესიასის მამაა.