ტრაგედია დატრიალდა მარნეულში. ახალგაზრდა გოგონა ავარიას ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა 22 დღის წინ მოხდა. მას შემდეგ ასიმათ ქარიმოვა კომაში იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, გუშინ გოგონა გარდაიცვალა.
ასიმათი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს მცხოვრები იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, დანიშნული იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა. სწორედ საქმროსთან ერთად იმყოფებოდა, როცა საბედისწერო ავარიაში მოჰყვა.
"ულამაზესი ახალგაზრდა დავკარგეთ. სტუდენტი იყო, ჯერ დიპლომიც არ ჰქონდა აღებული. საქმროსთან ერთად იყო, როცა ავარიაში მოჰყვა. ქორწილისთვის ემზადებოდნენ და ეს ტრაგედია დაემართათ" - გვიყვებიან ახლობლები.