ავტორი:

"ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რადგან გზაში შეიტყო, რომ მისი ოჯახის ერთი წევრი ირანში მოკლეს" - აქცია თბილისში: რა ხდება ირანის საელჩოსთან (ფოტოები)

"ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რადგან გზაში შეიტყო, რომ მისი ოჯახის ერთი წევრი ირანში მოკლეს" - აქცია თბილისში: რა ხდება ირანის საელჩოსთან (ფოტოები)

თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ახლობლის ინფორმაციით, მან აქციაზე მოსვლის დროს, გზაში შეიტყო, რომ მისი ოჯახის ერთი წევრი ირანში საპროტესტო აქციებისას მოკლეს.
მალევე კიდევ მოქალაქე გახდა შეუძლოდ...

აქციაზე შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს და ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირანელი ხალხი „ძალადობრივ რეჟიმზე გამარჯვებას იმსახურებს”.

დემონსტრანტებს თან აქვთ ირანისა და საქართველოს დროშები. ასევე საპროტესტო პლაკატები წარწერით: “თავისუფლება ერებს დიქტატურისგან”; “თავისუფლება მებრძოლ ირანელ ხალხს”.

განახლება 20:13

ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ერთი ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილე სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო და პროტესტი ტროტუარზე განეგრძო, ის საავტომობილო გზიდან არ გადავიდა.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი