ავტორი:

32 დაღუპული და ათეულობით დაშავებული: სამგზავრო მატარებელს სამშენებლო ამწე დაეცა - ტაილანდში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

32 დაღუპული და ათეულობით დაშავებული: სამგზავრო მატარებელს სამშენებლო ამწე დაეცა - ტაილანდში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში სწრაფმავალი რკინიგზის ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს სამგზავრო მატარებელს სამშენებლო ამწე დაეცა, რის შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 32 ადამიანი, ათეულობით მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:00 საათზე, ბანგკოკიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სიქხიოს რაიონის ნახონრატჩასიმა პროვინციაში მოხდა.

ტრანსპორტის მინისტრის ფიპჰატ რატჩაკიტპრაკარნის თქმით, მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და დაღუპულები იმ ორ ვაგონში მგზავრობდნენ, რომლებზეც ამწის ძირითადი დარტყმა მოვიდა.

მინისტრის განცხადებით ავარიის მიზეზების დასადგენად “საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი“ გამოძიებაა წამოწყებული.

წყარო