თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"ქალი 40 წლამდე იყო, ის ბიჭი კი, ალბათ, 30 წლამდე. ბიჭი ბევრჯერ წაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა სახლში. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მეზობლები იყვნენ. როგორც ვიცი, გაქცეულია“, – განაცხადა მან მედიასთან.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალი და სავარაუდო დამნაშავე ე.წ. იტალიური ეზოს ერთ ეზოში ცხოვრობდნენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი
წაიკითხეთ ასევე: