ავტორი:

მარჯანიშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

მარჯანიშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

პოლიციამ მარჯანიშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 38 წლის მარი თხელიძე.

წაიკითხეთ ასევე: