ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ივანიშვილების ოჯახი თითქმის სრული შემადგენლობით პოზირებს. თბილი საახალწლო გარემო, მდიდრული დეკორაციები და ოჯახური იდილია - ნანუკამ გამომწერებს დამდეგი შობა-ახალი წელი ამ კადრებით მიულოცა.

"მყუდრო საახალწლო შეკრება ოჯახთან ერთად. ყველას საუკეთესოს გისურვებთ“ - წერს ნანუკა გუდავაძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.
ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, რომელიც წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და საჯარო სივრცეში გამოჩენას ყოველთვის ერიდება, ამჯერად ოჯახურ ფოტოებზე პოზირებს. აღსანიშნავია, რომ ოჯახის სრულ შემადგენლობას აკლია ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი - გვანცა ივანიშვილი. როგორც ცნობილია, გვანცა წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და უფროსი ძმის მსგავსად, ისიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ცხოვრების გასაჯაროებისგან თავი შეიკავოს.






