გუშინ ირანში სიკვდილით არ დაუსჯიათ დაკავებული მომიტინგე 26 წლის ერფან სოლთანი. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები და უფლებადამცველები იტყობინებიან.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, სიკვდილით დასჯის გადადების გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის ზრდის შემდეგ მიიღეს. რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ხელისუფლება სულ უფრო სისხლიანი ძალადობით პასუხობს. დაზუსტებით ცნობილი არ არის თუ, რა დროით გადადეს დაკავებული მომიტინგეების სიკვდილით დასჯა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამჯერად აპირებენ, რომ კვირას დასაჯონ დაკავებულები, თუმცა ამის ზუსტად თქმა ამ დროისთვის შეუძლებელია.

"გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება, შეწყდა და სიკვდილით დასჯისთვის ან სიკვდილით დასჯებისთვის გეგმები არ არის. კარგმა წყარომ მითხრა ეს, ამას დავადგენთ.
მაგრამ ამ წამს მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მკვლელობები შეწყდა, რომ სიკვდილით დასჯები შეწყდა და სიკვდილით დასჯა არ ექნებათ, რაზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო", - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები "ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
Fox News-თან ინტერვიუს დროს, არაღჩის უთხრეს, რომ შეფასებების თანახმად, მის ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 2500-დან 12000-მდე მერყეობდეს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი.
მისი მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.