ავტორი:

"ჩემი ცოლის ცხედარი საათ-ნახევარი ვატარე" - მოკლული ექთანი, სტუდენტისთვის გულში ნასროლი ტყვია და საყოველთაო სასაფლაოზე იძულებით დაკრძალვა: BBC-ი თვითმხილველებს ესაუბრა

"ჩემი ცოლის ცხედარი საათ-ნახევარი ვატარე" - მოკლული ექთანი, სტუდენტისთვის გულში ნასროლი ტყვია და საყოველთაო სასაფლაოზე იძულებით დაკრძალვა: BBC-ი თვითმხილველებს ესაუბრა

8 იანვარს, თეირანში გამართულ საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რეზა მეუღლეს, მარიამს გადაეფარა იმისათვის, რომ დაეცვა. (სახელები უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია).

"ჩემი ცოლის ცხედარი საათ-ნახევრის განმავლობაში ვატარე, უცებ ხელში სიმსუბუქე ვიგრძენი - მხოლოდ მისი ქურთუკი მეჭირა,“ – ასე აღწერა რეზამ მისი მეუღლის სასიკვდილო დაჭრის დეტალები ოჯახის წევრებთან. სწორედ მათ მისცეს ინტერვიუ BBC Persian-ს.

  • დაღლილი რეზა ჩიხში ჩამოჯდა. მალე მეზობელი სახლის კარი გაიღო. მაცხოვრებლებმა ისინი ავტოფარეხში შეიყვანეს და მარიამის ცხედარი თეთრ ზეწარში შეახვიეს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, ავტობუსი 10 იანვარს დემონსტრანტებმა გადაწვეს. თეირანი

მარიამმა საპროტესტო აქციაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 და 14 წლის შვილებს უამბო, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში.

"ზოგჯერ მშობლები საპროტესტო აქციებზე დადიან და აღარ ბრუნდებიან. ჩემი სისხლი, ისევე როგორც თქვენი, არავისზე ძვირფასი არ არის“, - თქვა მან.

  • დაღუპული ქალი ათასობით მომიტინგედან ერთ-ერთია, რომლებიც სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან ხელისუფლებამ ირანელ დემონსტრანტებს სასტიკი რეპრესიებით უპასუხა.

აშშ-ში დაფუძნებული ირანული ადამიანის უფლებათა საინფორმაციო სააგენტო HRANA იუწყება, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მინიმუმ 2400 მომიტინგე, მათ შორის 12 ბავშვი, დაღუპვა.

დაღუპულთა რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან ირანის ხელისუფლებამ თითქმის მთელ ქვეყანაში დაბლოკა ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაცია. ოფიციალური სტატისტიკა კი არ ვრცელდება.

ერთადერთი რაც ადგილობრივმა მედიამ ოფიციალურად გაავრცელა არის ის, რომ დაღუპულია 100-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი. მათი თქმით ისინი მოკლეს მომიტინგეებმა, რომლებსაც „მეამბოხეებსა და ტერორისტებად“ მოიხსენიებენ.

  • დემონსტრაციები დედაქალაქ თეირანში 29 დეკემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. პროტესტი ათობით სხვა ქალაქში გავრცელდა და ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
დემონსტრაცია ნაჯაფ-აბადში, ჰოზე ელმიეს რელიგიური დაწესებულების წინ. 8 იანვარი

როგორც თვითმხილველებმა BBC-თან განაცხადეს, სურთ, დანარჩენმა მსოფლიომ იცოდეს რა ხდება მათ თავს.

„ჩვენს ტერიტორიაზე სისხლის სუნი დგას - მათ ამდენი ადამიანი მოკლეს“, - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა BBC Persian-ს. მეორემ გაიხსენა, თუ როგორ ესროდნენ უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს „ძირითადად თავებსა და სახეებში“.

მიღებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ პატარა ქალაქებსა და სოფლებში მკვლელობების მასშტაბები ისეთივე მაღალია, როგორც დიდ ქალაქებში.

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, 50 000 მოსახლეობის მქონე ქალაქ ტონეკაბონში, პარასკევს მოკლეს სორენა გოლგუნი. ოჯახის წევრის თქმით, 18 წლის სტუდენტს „გულში ესროლეს“, როდესაც უსაფრთხოების ჩასაფრებული ძალებისგან გაქცევას ცდილობდა.

სორენა გოლგუნის ოჯახის წევრების თქმით, 18 წლის სტუდენტს გულში ესროლეს.

სორენას მსგავსად, მოკლული სხვა მომიტინგეების უმეტესობა ახალგაზრდაა. ხუთშაბათს თეირანში მოკლეს 23 წლის მოდის დიზაინის სტუდენტი რობინა ამინიანი.

მისი დედა დასავლეთ ცხედრის წამოსაღებლად თეირანში ქალაქ კერმანშაჰიდან ჩავიდა. საყვარელი ქალიშვილის ცხედარი ხელში ეჭირა. თუმცა, უსაფრთხოების ძალებმა აიძულეს, ცხედარი ქალაქის გარეთ, შორეულ სასაფლაოზე დაეკრძალა...

როგორც მედია წერს, დაღუპულთაგან ყველა მომიტინგე არ იყო. მაგალითად, 24 წლის ექთანს ქერმანშაჰიდან - ნავიდ სალეჰს, ხუთშაბათს, სამსახურიდან გამოსვლისას ესროლეს.

მომიტინგეთა უმეტესობა თეირანში, კაჰრიზაკის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში გადაასვენეს.

საჰანანდმა, რომელმაც ნამდვილი სახელის გამხელა არ ისურვა, გადაწყვიტა თითქმის 1000 კილომეტრი გაევლო, რათა სასაზღვრო ზონამდე მისულიყო და მეზობელი ქვეყნისთვის მობილურით გადაღებული კადრები გადაეცა - მისი თქმით ადგილზე 2000-ზე მეტი ცხედარი ნახა.

როგორც BBC-ი წერს, აღნიშნულის დადასტურება არ შეუძლია, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მიხედვით დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც BBC Persian-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, გასული კვირის მოვლენებს „ომი“ უწოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: