ავტორი:

"სულ ემუქრებოდა ამ გოგოს... გულში დაარტყა დანა" - სასტიკი მკვლელობა თბილისში: რას ჰყვებიან მოკლულ მარი თხელიძესა და მკვლელობაში ბრალდებულზე

"სულ ემუქრებოდა ამ გოგოს... გულში დაარტყა დანა" - სასტიკი მკვლელობა თბილისში: რას ჰყვებიან მოკლულ მარი თხელიძესა და მკვლელობაში ბრალდებულზე

მკვლელობა მოხდა გუშინ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 38 წლის მარი თხელიძე მეზობელმა მოკლა. ბრალდებული 35 წლის მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მოკლული ქალი და სავარაუდო დამნაშავე ე.წ. იტალიური ეზოს ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თხელიძეს ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენა.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე, თბილისი ცენტრალის მიმდებარედ დააკავა. მოკლული ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ 35 წლის კაცი მანამდეც იხდიდა სასჯელს დაჭრის ბრალდებით. ასევე საუბრობენ მის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და ჰყვებიან, რომ ბოლოს ამირან დარჯანიამ ფსიქიატრიული დაწესებულება სამი დღის წინ დატოვა.

  • მათივე ცნობით, მამაკაცი მუდმივად ემუქრებოდა 38 წლის ქალს და მუქარა სისრულეში გუშინ მოიყვანა, როცა მარი თხელიძეს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში მიაყენა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, ემუქრებოდა სულ ამ გოგოს. მინდიხარო ეუბნებოდა, იმ გოგოს. ატყდა მთელი ეზო, ცოდოა არ უჩივლოო და აპატიეს. ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც იჯდა და ციხეშიც იჯდა დაჭრაზე. ფსიქიატრიულში გააჩერებდნენ ორი დღე და უშვებდნენ, არ ხარ ჩვენი პაციენტიო. ბოლო დროს ძალიან ცუდად იყო, საშიში პიროვნება იყო. ერთი პერიოდი ნორმალურად იყო თითქოს, მაგრამ მეზობლებს მაინც გვეშინოდა. სულ აგრესიული იყო, არეული თვალები ჰქონდა. ეს გოგო მოკლული, ძალიან კარგი გოგო იყო, მისი დედა ტაძარში მესანთლე იყო, თავად ეს გოგოც ხშირად დადიოდა ეკლესიაში" - ჰყვებიან ტვ პირველთან მოკლულისა და ბრალდებულის მეზობლები.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წაიკითხეთ ასევე: