დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“, ილია და თენგო წულაიებმა, სამტრედიაში მცხოვრებ გოგიტა ჩერქეზიას მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად გადასცეს.
სამტრედიაში ტრადიციად ქცეული ძველით ახალი წლის საზეიმო ღონისძიება 2012 წლიდან აღინიშნება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, სადაც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან და სახლებს საჩუქრად გადასცემენ.
წლევანდელ ღონისძიებაზე საოცნებო სახლი ხუთ ოჯახს გადაეცა:
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, სასულიერო პირებმა და ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებმა. ინიციატივას უკვე წლებია უერთდება ილია წულაიაც, #1 დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი. „არქისთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ქველმოქმედება ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
NS