ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლთანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.