სამხრეთ კორეის პროკურორები ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის სიკვდილით დასჯას ითხოვენ - მას 2024 წლის დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით შეიარაღებული აჯანყების მცდელობაში ედება ბრალი.
იუნ სოკ იოლმა 2024 წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. პროტესტის მონაწილეები და კანონმდებლები პარლამენტში შეიჭრნენ, რასაც, საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და დაპატიმრება მოჰყვა.
იუნის სასამართლო პროცესი, სამშაბათს 11-საათიანი პროცესის შემდეგ დასრულდა. „იონჰაპის“ ცნობით, სასამართლო განაჩენს 19 თებერვალს გამოაცხადებს.
ის სამხრეთ კორეის მესამე პრეზიდენტია, რომელიც ამბოხებისთვის გაასამართლეს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იუნს სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, განაჩენის აღსრულება ნაკლებად სავარაუდოა - სამხრეთ კორეაში სიკვდილით დასჯა სამართლებრივად არ გაუქმებულა, თუმცა, 1998 წელს მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.