უკრაინაში ქართველი მებრძოლი, გიორგი ფარცვანია აცხადებს, რომ უკრაინაში მისი მკვლელობა სცადეს.
შესაბამის ვიდეოს თავად გიორგი ფარცვანია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.
"სწავლების მერე გამიშვეს სახლში, წავედი ქალაქში, დავაყენე მანქანა აქ. კიდევ კარგი დავინახე, როგორ მიმიზნებდა და რამდენიმე გასროლა მოახდინა ჩემი მიმართულებით. გაიქცა სამწუხაროდ. პოლიციასთან ერთად ვარ და ვეძებთ“, - ამბობს ვიდეოში ფარცვანია.