ავტორი:

"ახლა მინუსებში ვარ... იმდენად ცოტა მაქვს, რომ ფულს ვსესხულობ" - მილიარდერი "იუთუბერის", MrBeast-ის უჩვეულო განცხადება

"ახლა მინუსებში ვარ... იმდენად ცოტა მაქვს, რომ ფულს ვსესხულობ" - მილიარდერი "იუთუბერის", MrBeast-ის უჩვეულო განცხადება

27 წლის ცნობილმა იუთუბერმა, მილიარდერმა MrBeast-მა Wall Street Journal-თან ინტერვიუში თავისი წმინდა ქონების შესახებ ისაუბრა.

  • "სასაცილოა ჩემს პირად ფინანსებზე საუბარი, რადგან არავის არასდროს სჯერა რასაც ვამბობ. ყველა მეუბნება: კი მაგრამ, თქვენ მილიარდერი ხართ... სინამდვილეში ეს არის ჩემი წმინდა ქონება“, - განაცხადა MrBeast-მა რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ჯიმი დონალდსონი.

  • Forbes-ის მონაცემებით, იუთუბერის წმინდა ქონება 2025 წლის ივნისის მონაცემებით 85 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 2025 წლის სექტემბერში Fortune-მა განაცხადა, რომ მისი კომპანია Beast Industries, რომელშიც ის აქციების ნახევარზე მეტს ფლობს, 5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

"სინამდვილეში, ახლა მინუსებში ვარ... იმდენად ცოტა მაქვს, რომ ფულს ვსესხულობ. თუ ჩემი კომპანიის აქციების ღირებულებას არ ვიგულისხმებთ, ტექნიკურად, ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ჩემზე მეტი ფული უდევს საბანკო ანგარიშზე. ზარალში ვარ“, - თქვა მან ინტერვიუში.

"უბრალოდ ამაზე არ ვფიქრობ. ვიღვიძებ და პირდაპირ სამსახურში მივდივარ. იმდენად დაკავებული ვარ, რომ ჩემს პირად საბანკო ანგარიშზე არც კი ვფიქრობ. მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ვიდეოების შექმნაზე ვარ ორიენტირებული და ბიზნესის მაქსიმალურად მასშტაბურ განვითარებაზე“, - განუცხადა მან WSJ-ს.

MrBeast-მა ინტერვიუში თავის საცოლეზე თეა ბოისენზეც ისაუბრა. მისი თქმით, იყო დრო, როდესაც სხვა ქვეყანაში მცხოვრები საცოლის სანახავად კერძო თვითმფრინავიც კი იქირავა.

"ის დიდ ბრიტანეთში სწავლობდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა. აეროპორტიდან შორს ვცხოვრობ, ორი საათი მიწევს მანქანით სიარული. ერთ დღეს გავიფიქრე: ჯანდაბა. უბრალოდ კერძო თვითმფრინავს ვიქირავებ და მასთან გავფრინდები.

ეს დაახლოებით 150,000 დოლარი დაჯდა,“ - აღნიშნა იუთუბერმა.

გასული წლის ივნისში კი MrBeast-მა თქვა, რომ 28 წლის ბოისენთან მომავალი ქორწილის გადასახდელად ფულს დედისგან სესხულობს.

„"ირადად მე ძალიან ცოტა ფული მაქვს, რადგან ყველაფრის რეინვესტირებას ვახდენ. ამჟამად დედაჩემისგან ვისესხებ ფულს, რომ მომავალი ქორწილი გადავიხადო, ჰაჰა... მაგრამ, რა თქმა უნდა, ქაღალდზე ჩემი ბიზნესი ბევრს ღირს", - დაწერა მან Twitter-ზე.

წყარო

თავისი ბიზნესის, Beast Industries-ის გარდა, სოციალური მედიის ცნობილი პიროვნება საკუთარ კონკურს-შოუს, Beast Games-ს, მასპინძლობს, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებულმა სოლიდური 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ასევე ფლობს შოკოლადის ბრენდს, Feastables-ს.