ხუთშაბათს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე საათით დახურა.
ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთ-ერთ მთავარ საჰაერო მარშრუტზე მდებარეობს. პილოტებისთვის განკუთვნილი მითითებების თანახმად, საჰაერო სივრცის დახურვა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის დროსაც საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ფრენები ირანის ჩრდილოეთითა და სამხრეთით გადაამისამართეს.

დილის 7 საათისთვის როგორ ჩანს ფრენებზე აკრძალვა სრულად მოიხსნა და რამდენიმე რეისმა ირანის საჰაერო უკვე გამოიყენა.
ირანის საჰაერო სივრცის დახურვის ფაქტმა მყისიერად იმოქმედა გლობალურ ავიაციაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანიამ უკვე შეამცირა ან შეაჩერა მომსახურება, ხოლო ავიაგადამზიდავების უმეტესობა ირანის საჰაერო სივრცეს თავს არიდებს.

"აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება მიუთითებდეს უსაფრთხოების ან სამხედრო აქტივობის შემდგომ ზრდაზე, მათ შორის სარაკეტო გაშვების რისკზე ან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, რაც ზრდის სამოქალაქო ავიაციის შეცდომით ამოცნობის საფრთხეს“ აცხადებს კონფლიქტურ ზონებსა და ავიამგზავრობაზე ინფორმაციის მომწოდებელი ვებგვერდი SafeAirspace - ი.
ინფორმაციას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ დაემთხვა ცნობას, რომლის მიხედვითაც კატარში მდებარე მნიშვნელოვან ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მყოფ პერსონალის ნაწილს ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცა.