ავტორი:

რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზე რეაგირების ფარგლებში ბრიტანეთი რეზერვისტების მობილიზაციის წესებს ამარტივებს

რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზე რეაგირების ფარგლებში ბრიტანეთი რეზერვისტების მობილიზაციის წესებს ამარტივებს

რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზე რეაგირების ფარგლებში ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს ის ასაკობრივი ზღვარი გაზარდოს, რომელსაც მობილიზაციის შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხული ყოფილი სამხედროები დაექვემდებარებიან.

აღნიშნული ცვლილებები იმ კანონპროექტში შევა, რომლის გამოქვეყნებასაც ბრიტანეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს.

მთავრობის განცხადებით “ეს სიახლეები ბრიტანეთის შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის მზადების პროცესში მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და იმ სამხედრო საფრთხის დონეს ამცირებს, რომლის დროსაც რეზერვისტების მობილიზაცია იქნება შესაძლებელი“

ამჟამად ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო პირები 55 წლამდე ე.წ. სტრატეგიულ რეზერვში ირიცხებიან. მოქმედი კანონით, ყველა რეზერვისტი მობილიზაციას მხოლოდ უკიდურესად სერიოზული საფრთხის შემთხვევაში ექვემდებარება, რასაც ბრიტანული კანონმდებლობის ფორმულირებით “სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნა, დიდი მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა ან გაერთიანებულ სამეფოზე თავდასხმა“ წარმოადგენს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით რეზერვისტების ასაკობრივი ზღვარი ერთბაშად 10 წლით იზრდება და 65 წელს აღწევს. იცვლება გაწვევის პირობებიც, მთავრობა საკუთარ თავს ანიჭებს უფლება, გაიწვიოს ნებისმიერი ასაკის რეზერვისტი იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე “სამხედრო ხასიათის მზადებას“ დაიწყებს.

ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, “სტრატეგიული რეზერვის“ ამჟამინდელი რაოდენობა დაახლოებით 95 ათასი ადამიანია. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნობა კი ამ დროისთვის 137 ათას ადამიანს შეადგენს.

წყარო