ავტორი:

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობი ამანდა სეიფრიდმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე - "დიაგნოზი 19 წლისას დამისვეს"

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობი ამანდა სეიფრიდმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე - "დიაგნოზი 19 წლისას დამისვეს"

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ამანდა სეიფრიდმა გულწრფელად ისაუბრა იმ მძიმე ფსიქიკურ პრობლემებზე, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრებაა ებრძვის.

"ემის“ ჯილდოს მფლობელმა ვარსკვლავმა, რომელიც ცნობილია ფილმებით "Mean Girls და "The Dropout", ახალ ინტერვიუში აღიარა, რომ მას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) "ძალიან მძიმე“ ფორმა აქვს.

სეიფრიდს ოფიციალური დიაგნოზი 19 წლის ასაკში დაუსვეს - "Mean Girls“-ის გამოსვლიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ. 2004 წლის კომედიაში ქერათმიანი და გულუბრყვილო კარენ სმიტის როლით მსახიობის კარიერა, ფაქტობრივად, დაიწყო. შემდგომ მან ითამაშა ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორიცაა "Mamma Mia!" და "Dear John“.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება აკვიატებული აზრები (ობსესიები), რაც კონკრეტული ქმედებების გამეორებას (კომპულსიებს) იწვევს.

მსახიობის თქმით, დიაგნოზმა თინეიჯერობის წლებში გარკვეულწილად დაიცვა კიდეც:

"ეს მეხმარებოდა, რომ ზედმეტად არ დამელია ალკოჰოლი, საერთოდ არ მიმეღო ნარკოტიკები და გვიანობამდე არ ვყოფილიყავი გარეთ".

მისი თქმით, ცდილობდა აერიდებინა ყველაფერი, რაც დისკომფორტს გამოიწვევდა.

40 წლის მსახიობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ადრეც უსაუბრია. 2016 წელს Allure-თან ინტერვიუში ის დეტალურად მოჰყვა მედიკამენტურ მკურნალობაზე. წყარო

თარგმნა ანი შვანგირაძემ