ავტორი:

აშშ-ში მდებარე ტბაში მეცნიერებმა იპოვეს კანოე, რომელიც ასაკით ეგვიპტურ პირამიდებს აღემატება - რას აჩვენებს ახალი აღმოჩენა?

აშშ-ში მდებარე ტბაში მეცნიერებმა იპოვეს კანოე, რომელიც ასაკით ეგვიპტურ პირამიდებს აღემატება - რას აჩვენებს ახალი აღმოჩენა?

ვისკონსინის შტატში, ერთ-ერთ ტბაში გაკეთებულმა ახალმა მეცნიერულმა აღმოჩენამ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იმ განვითარებული ცივილიზაციის არსებობა დაადასტურა, რომელი თავისი ასაკით ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას შეესაბამება.

მკვლევრებმა “მენდოტას" ტბაში ექვსი მანამდე უცნობი კანოე აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, ერთ-ერთი მათგანის ასაკი დაახლოებით 5 200 წელს შეადგენს, რაც ეგვიპტური გიზის პირამიდების ასაკს აღემატება.

საერთო ჯამში, ტბაში 2021 წლიდან ჩატარებული ძებნის შედეგად 16 უძველესი ე.წ. დუგაუთის ტიპის ნავი იპოვეს. ყველა მათგანი ცეცხლისა და მარტივი იარაღების - ქვების და ნიჟარების გამოყენებით, მთლიანი ხის მორებისგან არის გამოთლილი.

ხის ანალიზმა, რომელიც ბუნებრივად რადიოაქტიური ელემენტის დაშლის კვლევის მეთოდზეა აგებული აჩვენა, რომ კანოეები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 - 1300 წლების პერიოდში არის აგებული.

აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ამ ტერიტორიაზე აქამდე უცნობი ცივილიზაცია ათასობით წლის განმავლობაში ყვაოდა, თევზაობასა და ვაჭრობას მისდევდა. როგორ ვარაუდობენ, ცივილიზაციის წარმომადგენლები ბევრს მოგზაურობდნენ და განვითარებული სატრანსპორტო სისტემა გააჩნდათ.

ვისკონსინის ისტორიული საზოგადოების (WHS) მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს ცვლის და ადასტურებს, რომ კონტინენტზე ადამიანები ორგანიზებულ თემებად იმაზე ბევრად ადრე ჩამოყალიბდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

კანოეები წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, ისინი ბუნებრივი ბილიკების მახლობლად ჯგუფებად იყო განლაგებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტბა მრავალი თაობის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა.

ამ დროისთვის, ტბაში აღმოჩენილი 16 კანოედან წყლიდან მხოლოდ ორი მათგანი ამოიღეს და მათი მრავალწლიანი კონსერვაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. მათ შორის ერთ-ერთი 4.3 მეტრის სიგრძის ნავია, რომელიც დაახლოებით 3 000 წლის წინ არის გაკეთებული.

მსგავსი ნავები ძირითადად მტკიცე ხისტი ხისგან, უმეტესად წითელი ან თეთრი მუხისგან მზადდებოდა, ყველაზე ძველი ეგვიპტური ნავები, რომლებიც არქეოლოგების მიერ იქნა ნაპოვნი, სწორედ წითელი მუხისგან არის დამზადებული.

მიიჩნევა, რომ ამ იდუმალი მშენებლები ხეებს წინასწარ ისე ამუშავებდნენ , რომ ისინი წყლისა და ლპობისაგან დაეცვათ და მისი ტივტივის უნარიც გაეუმჯობესებინათ.

მკვლევართა განცხადებით ტბის მიმდებარედ ადამიანები დაახლოებით 12 000 წლის წინ დასახლდნენ, თუმცა ყველაზე ადრეული ცნობა რომელიც აქ ჰო-ჩანკის ტომის ინდილების არსებობას ადასტურებს, ჩვენი წელთაღრიცხვის 800 წელს მიეკუთვნება. ჰო-ჩანკის წარმომადგენლებისთვის ახლომდებარე ტბა ვინგრა განსაკუთრებულ ღრმა სულიერ დატვირთვას ატარებდა - ერთ-ერთი რელიგიური წარმოდგენით, ის სხვა სამყაროს წმინდა კარიბჭედ მიიჩნეოდა.

წყარო