შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში მოკლე პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულა და პირველი ეტაპის შემდეგ 23 ქვეყნის 29 სპორტსმენს შორის პირველ ადგილს იკავებს. ნიკა მოკლე პროგრამას "მგზავრების" ულამაზეს კომპოზიციაზე ასრულებს. მან მოახერხა და მოკლე პროგრამაში 2 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, შედეგად, 91.28 ქულა მოაგროვა. ეს მოკლე პროგრამაში მისი საუკეთესო შედეგია კარიერის განმავლობაში.
ნიკამ ევროპის მოქმედ ჩემპიონს ლუკას ბრიტჩგის 9 ქულით მოუგო და სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს.
მე-2 და მე-3 ადგილებზე არიან ესტონელი ძმები ალექსანდრ და მიხეილ სელევკოები.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ წყვილებში მოასპარეზე მეტელკინა-ბერულავას წყვილიც პირველ ადგილზე მოკლე პროგრამის შემდეგ. ამ კატეგორიაში დღეს გათამაშდება მედლები, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრების წევრებს.
მამაკაცთა კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები 17 იანვარს წარდგებიან მაყურებლის წინაშე თავისუფალი პროგრამით და გაათამაშებენ მედლებს ამ კატეგორიაში.
სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა კი, დღეს 23:00 საათიდან გათამაშდება.