ავტორი:

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა

ბელგრადში, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის B ჯგუფში, ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სლოვენია 22:11 დაამარცხა.

თავიდან მატჩი თანაბარი გამოვიდა, ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა და პირველი ტაიმი 8:8 დასრულდა. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრიდან ერთი მოიგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 17 იანვარს დაიწყება.

sportall.ge