ავსტრალიელმა ქალმა, რეიჩელ ბლურმა, შუაღამისას საწოლში იგრძნო, რომ სხეულზე მძიმე რაღაც ჰქონდა შემოხვეული. თავდაპირველად იფიქრა, რომ ძაღლი იწვა მასთან ერთად, მაგრად, როცა ხელი შეახო, გლუვი და ცივი სხეული იყო. მისმა პარტნიორმა შუქი აანთო და შიში დადასტურდა.
"ვცდილობდი, საბნიდან ნელ-ნელა გამოვცოცებულიყავი. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა - ეს მართლა ხდება? რა აბსურდია", - იხსენებს ქალი.
მისი ვარაუდით, პითონი ოთახში ფანჯრიდან შეძვრა და პირდაპირ საწოლში მოთავსდა.

ცნობისთვის ამ ტიპის პითონები მრავლად არიან გავრცელებულნი ავსტრალიის სანაპირო რაიონებში და როგორც წესი, პატარა ცხოველებითა და ფრინველებით იკვებებიან