ავტორი:

“ირანის გვერდით ვდგავარ, მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი - ახლა დროა, გაუძელით!“ - მადონა

“ირანის გვერდით ვდგავარ, მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი - ახლა დროა, გაუძელით!“ - მადონა

მსოფლიო პოპ დივა მადონა ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

“გამაგრდით... ვერ წარმომიდგენია ამაზე უფრო აქტუალური ფრაზა, ცეცხლოვანი ცხენის წელიწადში!

როდესაც მაროკოში გატარებულ არდადეგებზე ვფიქრობ, მეფიქრება ირანში მცხოვრებ ყველა ადამიანზე, რომლებიც აუცილებელი რევოლუციისთვის იბრძვიან და მზად არიან მოკვდნენ იმისთვის, რისიც სწამთ.

ჩვენ ბევრ რამეს ვიღებთ გარანტირებულად - მეც, მათ შორის. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის თავისუფლება, იმის ჩაცმა, რაც მინდა. უდაბნოში ცხენით ჯირითს, თავისუფლად საუბარს სასჯელის, წამების და სიკვდილის მუქარით გაჩუმების გარეშე. სიმღერას, ცეკვას, ჩემი სულიერი გზის არჩევას და არა სხვისას.

  • ირანელ ქალებს ეს თავისუფლება არ აქვთ. მე მათ გვერდით ვდგავარ. ირანელ ხალხს საუკუნეების განმავლობაში არ უგრძნია თავისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად ვიცი რა ტანჯვა გადაიტანეს, მაგრამ ჩემი ფიქრები და ლოცვები ირანელ ხალხთანაა. ახლა დროა. გაუძელით! მე ირანის გვერდით ვდგავარ. მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი. თავისუფლება ირანს". - წერს ამერიკელი პოპვარსკვლავი Instagram-ზე.

შეგახსენებთ, დემონსტრაციები დედაქალაქ თეირანში 29 დეკემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. პროტესტი ათობით სხვა ქალაქში გავრცელდა და ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.