ავტორი:

მამაკაცს, რომელმაც თბილისში, მარჯანიშვილზე, მეზობელი ქალი მოკლა, 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მამაკაცს, რომელმაც თბილისში, მარჯანიშვილზე, მეზობელი ქალი მოკლა, 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 იანვარს, თბილისში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორი დღის წინ, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 38 წლის მარი თხელიძე მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული, 35 წლის ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად მონაწილეობს.

იხილეთ ასევე: