ავტორი:

არაოფიციალური ინფორმაციით, ადამ კადიროვის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა: " მძიმე მდგომარეობაში მყოფი VIP- პერსონა გროზნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რას წერს მედია?

არაოფიციალური ინფორმაციით, ადამ კადიროვის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა: " მძიმე მდგომარეობაში მყოფი VIP- პერსონა გროზნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს" - რას წერს მედია?

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილის, ადამ კადიროვის კორტეჟი გროზნოში ავარიაში მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბევრი დაშავებულია, თავად "ტახტის მემკვიდრე" კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია და ოპოზიციური მოძრაობა Niyso-ს Telegram-არხი ავრცელებს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ავარიას უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი.

როგორც წყაროები იტყობინებიან, ადამ კადიროვის კორტეჟი გროზნოს ქუჩებში დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ავტომობილები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ, როდესაც პირველი მანქანა მოულოდნელად დაბრკოლებას შეასკდა. მაღალი სიჩქარის გამო, კორტეჟის დანარჩენი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

  • მდგომარეობა ამ დროისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ბევრი დაშავებულია. ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერის შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. წყაროები წერენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მისი რეანიმაციული ღონისძიებები და მზადდება ნიადაგი პაციენტის მოსკოვში ტრანსპორტირებისთვის. ამ დროისთვის ოფიციალურ გროზნოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.