ავტორი:

ვლადიმირ პუტინის აცხადებს, რომ “საერთაშორისო ვითარება გაუარესდა და მსოფლიო უფრო საშიში ხდება“, თუმცა ის კვლავაც დუმს ვენესუელასა და ირანზე

ვლადიმირ პუტინის აცხადებს, რომ “საერთაშორისო ვითარება გაუარესდა და მსოფლიო უფრო საშიში ხდება“, თუმცა ის კვლავაც დუმს ვენესუელასა და ირანზე

ხუთშაბათს, საჯარო გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რომ “საერთაშორისო ვითარება გაუარესდა და მსოფლიო უფრო საშიში ხდება“, თუმცა ვენესუელასა და ირანში არსებულ სიტუაციაზე სიტყვა არ დაუძრავს.

პუტინს საჯაროდ ჯერ არ გამოუთქვამს აზრი შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს ჩამოგდების შესახებ, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარებზე გრენლანდიის მიმართ.

"საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება სულ უფრო უარესდება, მგონი, ამაში ვერავინ შემედავება, მწვავდება ხანგრძლივი კონფლიქტები და ჩნდება ახალი, სერიოზული დაძაბულობის კერები“, - განაცხადა ღიმილით პუტინმა, კრემლში, ახალ ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას.

ახალი წლის დაწყებიდან ეს რუსეთის ლიდერის პირველი საჯარო განცხადება იყო, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხებოდა, თუმცა პუტინს არც შეერთებული შტატები და არც ტრამპი პირდაპირ არ უხსენებია.

“გვესმის მონოლოგი მათგან, ვინც ძალის უფლებით დასაშვებად თვლის, საკუთარი ნება სხვას მოახვიოს თავს, ლექციების წაიკითხოს და ბრძანებების გასცეს. თავად რუსეთი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეალების მიმართ კვლავ გულწრფელად ერთგული რჩება“, - დაამატა პუტინმა.

უკრაინაში მიმდინარე ომმა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი კონფლიქტად მიიჩნევა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

წყარო