გერმანიამ უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 60 მილიონი ევრო გამოყო, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ეს დახმარება ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობისთვის გათბობის შენარჩუნებას და გათბობის სისტემების გაძლიერებას, განსაკუთრებით ფრონტისპირა ოლქებში“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას აფასებს.