ავტორი:

"იულია ჯადოს მიკეთებდა, სასმელში რაღაცებს მიყრიდა... ცულით რატომ უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? რად მინდოდა ცული? ერთი დარტყმა და მორჩა" - ხუბუტია ბრალდებებს პასუხობს

"იულია ჯადოს მიკეთებდა, სასმელში რაღაცებს მიყრიდა... ცულით რატომ უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? რად მინდოდა ცული? ერთი დარტყმა და მორჩა" - ხუბუტია ბრალდებებს პასუხობს

მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი და ცნობილი ბიზნესმენი, წარმოშობით ქართველი მიხეილ ხუბუტია, სკანდალის ეპიცენტრშია. ხუბუტიამ "ინსტაგრამის" საშუალებით ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც ყოფილ საყვარელთან, იულია ვანთან არსებულ დაპირისპირებაზე სენსაციური განცხადებები გააკეთა.

  • ბიზნესმენი არა მხოლოდ უარყოფს მკვლელობის მცდელობას, არამედ ამტკიცებს, რომ თავად გახდა იულიასა და მისი ოჯახის მსხვერპლი.

"ცული რად მინდოდა, ერთი დარტყმა და ადამიანი აღარ არის"

ხუბუტია აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, თითქოს ის იულიას ცულით თავს დაესხა. მისი არგუმენტაცია ფიზიკურ მონაცემებს ეყრდნობა:

"შეხედეთ, მე 100 კილოზე მეტს ვიწონი. ცულით უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? ამის მხოლოდ სულელს თუ სჯერა. რად მინდოდა ცული ამ ნაზი გოგოსთვის ტკივილის მისაყენებლად? ერთი დარტყმა და მორჩა, ადამიანი აღარ არის", — აცხადებს 59 წლის ბიზნესმენი.

მოწამვლის მცდელობა და "ჯადოები"

მიხეილ ხუბუტია ამტკიცებს, რომ იულია ვანსა და მის გარემოცვას მისი თავიდან მოცილება და ქონების ხელში ჩაგდება სურდათ. ბიზნესმენის თქმით, ქალი მას სასმელში რაღაცას უმატებდა და ექსტრასენსებსაც კი მიმართავდა "ჯადოს" გასაკეთებლად.

ბრალდება მოწამვლაზე:

ხუბუტიას თქმით, იულიამ ამ მეთოდებით ერთ-ერთი ყოფილი საყვარელი უკვე მიიყვანა სიკვდილამდე.

"თუ დაბალი სოციალური სტატუსის მქონე გოგონები ჩაის ან სასმელს შემოგთავაზებენ, არ მიიღოთ, ეს შეიძლება ჯადო იყოს", — აფრთხილებს ის მამაკაცებს.

სკანდალური დეტალები

იულიაზე საუბრისას ბიზნესმენმა არც ყოფილი საყვარლის ოჯახი დაინდო. მან განაცხადა, რომ იულიას დედა სისტემატურად სცემს მამამისს, რომელიც ალკოჰოლიკია და თვითმკვლელობას ხშირად ცდილობს. ასევე, მისი თქმით, იულიას უმცროსი და მასთან "ლოგინში შეძრომას" ცდილობდა, რათა შემდეგ ძვირფასი საჩუქრებით მანიპულირება მოეხდინათ.

საეჭვო მამობა და სასამართლო დავა

ვიდეოს დასასრულს ხუბუტიამ ეჭვქვეშ დააყენა შვილის, ნიკოლის მამობა. ის ამტკიცებს, რომ მათ ურთიერთობის პერიოდში იულიას სხვა მამაკაცებთანაც ჰქონდა რომანი.

შეგახსენებთ ქრონოლოგიას:

2024 წლის დეკემბერი: წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. 2025 წლის აპრილი: იულია ვანმა ხუბუტია მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა (ამტკიცებდა, რომ ცულით თავს დაესხა და დაჭრა). 2025 წლის მაისი: ხუბუტიამ დანაშაული აღიარა, მკურნალობის ხარჯები აანაზღაურა და მიიღო ერთწლიანი პირობითი სასჯელი. ამჟამად: მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი შვილის სარჩენად ყოველთვიურად 150 000 რუბლს გადაიხდის. მიხეილ ხუბუტია საქართველოშია დაბადებული. ის 1999-2001 წლებში მოსკოვის ოლქის ვაჭრობის მინისტრი იყო. ამჟამად დაკავებულია იარაღის ბიზნესითა და დეველოპმენტით. ბიზნესმენი იმუქრება, რომ იულიას "სიბინძურეებზე" დოკუმენტურ ან მხატვრულ ფილმს გადაიღებს.

წაიკითხეთ ასევე: