ავტორი:

"ლუკა ბერულავა ჩემი ნათლიაა, ამ ზაფხულს მომნათლა, ახლა კი ორივე ჩემპიონები ვართ..." - რა თქვა ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ?

"ლუკა ბერულავა ჩემი ნათლიაა, ამ ზაფხულს მომნათლა, ახლა კი ორივე ჩემპიონები ვართ..." - რა თქვა ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ?

შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში თავისუფალი პროგრამაც უმაღლეს დონეზე შეასრულა და 23 ქვეყნის 29 სპორტსმენს შორის პირველ ადგილი დაიკავა. მან 4 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და მხოლოდ თავისუფალ პროგრამაში 181.72 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი - 273 ქულა მოაგროვა. შედეგად ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია.

მეორე ადგილზე გავიდა იტალიელი მატეო რიცო, მესამე ადგილი კი - ჩეხმა სპორტსმენმა გიორგი რეტჩენკომ დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ნიკამ მეორე ადგილოსან რიცოს 17 ქულით გაუსწრო.

დაჯილდოებამდე ყინულის არენაზე მიცემულ პატარა ინტერვიუში ნიკამ განაცხადა:

"პროგრამის დასაწყისში ვნერვიულობდი, მაგრამ შემდგომ გამახსენდა ჩემი მწვრთნელების რჩევები და ნელ-ნეა დავმშვიდდი, იყო საოცარი გულშემატკივრობა, დიდი მადლობა ყველას".

როდესაც მას ბერულავა-მეტელკინაზე ჰკითხეს, ნიკამ თქვა:

"ეს დიდი ბედნიერებაა, ლუკა ბერულავა ჩემი ნათლიაა, ამ ზაფხულს მომნათლა, ახლა კი ორივე ჩემპიონები ვართ...".

ნიკას თქმით, შემდგომი სამიზნე მილანია,, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ასევე მოიპოვა საქართველოს წარმომადგენელმა სპორტულმა წყვილმა - ჩემპიონები გახდნენ ბერულავა-მეტელკინა.