ტრაგედია დატრიალდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში. ბრმა ტყვიამ მოზარდი იმსხვერპლა. შემთხვევა ძველით ახალ წელს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გეგი ხეცურიანს შემთხვევით გავარდნილი ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"გული მოგვიკლა გეგის ამბავმა. მოულოდნელი და შემზარავი ტრაგედიაა ეს ყველასთვის. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე. როგორც ვიცით, თოფი მოიპარეს ბავშვებმა და ერთ-ერთს გაუვარდა იარაღი. გეგის არტერიაში მოხვდა. სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს" - ამბობენ ადგილობრივები.