ნიუ-იორკში, ლეგენდარული კარნეგი ჰოლის სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა.
- კარნეგი ჰოლი ეს არის ადგილი, რომელიც საუკუნეზე მეტია გამორჩეულ არტისტებს მასპინძლობს.

"სუხიშვილების" ცეკვით მოხიბლული მაყურებელი მხურვალე აპლოდისმენტებით დიდხანს ანებივრებდა ქართულ დასს.

აღსანიშნავია, რომ "სუხიშვილების" კონცერტს ლეგენდარული მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, რობერტ დე ნირო დაესწრო, რომელმაც აპლოდისმენტები არ დაიშურა ქართველი ხელოვანებისთვის.

ნაციონალური ბალეტის მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია, ღონისძიების ორგანიზატორი კი Emolas Corporation გახლდათ.
(NS)