ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიტუაცია კვლავ რთული რჩება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ყველა მომსახურება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის განცხადებით, რუსებმა წუხელ უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს, თავდასხმა განხორციელდა სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და ოდესის ოლქებზე. დაიღუპა ორი ადამიანი და ათობით დაშავდა.
"რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში 1 300-ზე მეტი დრონი, 1 050-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, უკრაინას კვლავ სჭირდება მეტი დაცვა - უპირველეს ყოვლისა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე“, - წერს ზელენსკი.