ავტორი:

ევროკავშირის ლიდერები, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრას მართავენ

ევროკავშირის ლიდერები, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრას მართავენ

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გაზრდა დააანონსა.

ევროკავშირის დიპლომატების თქმით, შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.