წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში. ბრმა ტყვიამ მოზარდი 12 წლის მოზარდი იმსხვერპლა. შემთხვევა ძველით ახალ წელს მოხდა.
იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანის ბაბუა დააკავეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს.
"გული მოგვიკლა გეგის ამბავმა. მოულოდნელი და შემზარავი ტრაგედიაა ეს ყველასთვის. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე. როგორც ვიცით, თოფი მოიპარეს ბავშვებმა და ერთ-ერთს გაუვარდა იარაღი. გეგის არტერიაში მოხვდა. სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს" - ამბობენ ადგილობრივები.