ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.

ავარია ადამუზთან ახლოს, კორდობას პროვინციაში, მოხდა. მეორე მატარებელი მადრიდიდან უელვის მიმართულებით მოძრაობდა.

სამხედრო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა, რომ სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად ავარიის ადგილთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცები განალაგეს.

ერთ მატარებელში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, მეორეში კი - დაახლოებით 100.