ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, კამჩატკის ნახევარკუნძულის ზოგიერთ რაიონში 2 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლის საფარი დაგროვდა, რამაც უკიდურესად სახიფათო ვითარება შექმნა.

მეტეოროლოგების ცნობით, 21-ე საუკუნეში დაფიქსირებული სამი ყველაზე ცივი და მკაცრი პირობებიდან, რაც კი კამჩატკაში დაფიქსირებულა, წლევანდელი ზამთრის დღეები ერთ-ერთია.

"ცივი ტალღა პიკს 25 იანვარს მიაღწევს“, - აცხადებენ სინოპტიკოსები.
მედიაში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები ნახევარკუნძულიდან, რომელიც დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებას აღწერს. ადგილობრივები შექმნილ სიტუაციას "თოვლის აპოკალიფსს" უწოდებენ.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/dXOh7lDmk6s?si=yP-_jz7-7BZiyK11" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>