ავტორი:

რა ვითარებაა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა

რა ვითარებაა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით, შუამთის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებულია და ამ მიმართულებით მოძრაობას აკონტროლებს.

  • განსაკუთრებით უხვი ნალექია თელავში, სადაც მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებაა ცენტრალურ ქუჩებზეც.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

რეგიონში აბონენტთა ნაწილს დენი არ მიეწოდება. „ენერგო - პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.

წაიკითხეთ ასევე: