ავტორი:

"ჩემი საცოლე სუპერვარსკვლავია, მე კი მისი პირადი მცველი ვარ" - ნინო ნინიძე მეორედ თხოვდება: რას ჰყვება ქართველ საცოლეზე 34 წლის მსახიობი

"ჩემი საცოლე სუპერვარსკვლავია, მე კი მისი პირადი მცველი ვარ" - ნინო ნინიძე მეორედ თხოვდება: რას ჰყვება ქართველ საცოლეზე 34 წლის მსახიობი

ქართველი ვარსკვლავის, ნინო ნინიძის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. მისი რჩეული, 34 წლის მსახიობი მიხეილ კრემერი პირველად საუბრობს საჯაროდ იმის შესახებ, თუ როგორ გადაიზარდა მათი მეგობრობა დიდ სიყვარულში და როგორ სთხოვა ნინოს ხელი საფრანგეთში.

კრემერის თქმით, წყვილი უკვე ორი წელია ერთადაა და ნინო მისთვის ყველაზე საიმედო საყრდენია.

"ნინო ჩემი დიდი მხარდაჭერია. ის საოცრად საიმედო ადამიანია. ისეთი ქალია, რომელსაც ყველაფერს ვანდობ. ნინო ერთდროულად ბრძენიცაა და უბრალოც, მასთან ურთიერთობა ადვილია და საქმეშიც ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს. ამიტომ ვაფასებ, პატივს ვცემ და ვუფრთხილდები" - აღნიშნავს მსახიობი.

მიხეილ კრემერს სულაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი მომავალი მეუღლე მასზე ბევრად პოპულარულია. პირიქით, ის ამაყობს ნინოს წარმატებებით:

"ნინო ჩემთან სუპერვარსკვლავია, ის ყოველთვის ჩემზე უკეთესი იქნება, თუმცა მეც ვცდილობ, არ ჩამოვრჩე. მანამდე კი მისი პირადი მცველის როლში გამოვდივარ" - ხუმრობს კრემერი.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა შვილები უკვე გააცნო ერთმანეთს. მიხეილს პირველი ქორწინებიდან 8 წლის ტიმოფეი ჰყავს, ნინოს კი - ალექსანდრე (სანდრო), რომელიც მას რეჟისორ კირილ პლეტნიოვთან შეეძინა. მსახიობის თქმით, ბიჭებმა საერთო ენა მალე გამონახეს და უკვე დამეგობრდნენ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კრემერამდე ნინო ნინიძე მაქსიმ ვიტორგანს ხვდებოდა, თუმცა მათი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ამჯერად ქართველი ლამაზმანი ბედს საბოლოოდ აკავშირებს კრემერთან, რომელმაც მას ხელი რომანტიკულ გარემოში, საფრანგეთში სთხოვა, - წერს რუსული მედია.

წაიკითხეთ ასევე: