"ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის "მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის "მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, "მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.