ავტორი:

დიმიტრი პესკოვის თქმით, ტრამპი მსოფლიო ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს

დიმიტრი პესკოვის თქმით, ტრამპი მსოფლიო ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს

“ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, „არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ გრენლანდიის შეერთების საკითხის გადაწყვეტის შედეგად, ტრამპი ისტორიაში შევა“.

„ტრამპი არა მხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაში შევა. იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი ეს, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს, ძნელია ექსპერტებს არ დაეთანხმო“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.