ავტორი:

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე "მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში“ რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე "მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში“ რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე "მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში“ რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"დღეს განსახილველი ორი საკითხი გვაქვს. პირველი უსაფრთხოების სფეროში არსებულ მიმდინარე საკითხებს ეხება, ხოლო მეორე მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში ჩვენს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქმედებებს“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე "აღნიშნული საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სთხოვა.