აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები და აქტივისტები გლდანის ციხესთან იკრიბებიან.
მათი ნაწილი დღეს მთელი დღე ელოდებოდა შეწყალების აქტის გამოცხადებას, რომელის თაობაზეც ინფორმაცია სულ ახლახან გავრცელდა - ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა.
ისინი ყაველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ელოდებიან. არსებობს მოლოდინი, რომ, შესაძლოა, მათ შორის აქციებზე დაკავებული პირებიც იყვნენ.
"გლდანის ციხესთან " - წერს ლაშა კაცია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
კონკრეტულად ვის ეხება შეწყალება, ეს ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია, რომ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ პენიტენციურ დაწესებულებას შეწყალებულთა სია უკვე გადაუგზავნა