ავტორი:

უკრაინა დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნას გეგმავს - რა გეგმებზე ისაუბრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა

უკრაინა დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნას გეგმავს - რა გეგმებზე ისაუბრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინა დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნას გეგმავს.

  • „ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება. სისტემა, რომელიც პოსტფაქტუმ კი არ რეაგირებს, არამედ საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი გამოცდილება საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც უკრაინას.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100 000-მდე „შაჰედის“ და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მტრის თავდასხმებმა ათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ასობით საცხოვრებელი შენობა გაანადგურა და დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია.

წაიკითხეთ ასევე: