27 წლის ბიჭმა თბილისში მოქალაქეს ჩანთა გასტაცა და მიიმალა - ის პოლიციამ უკვე დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინაარმდეგოდ დაუფლებული ხელჩანთა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.