ჩრდილოეთ ქუინსლენდში, სახეობების იდენტიფიკაციისთვის შექმნილი აპლიკაციის წყალობით, 58 წლიანი გაუჩინარების შემდეგ ხელახლა აღმოაჩინეს მცენარე, რომელიც გადაშენებულად მიიჩნეოდა.
სახეობა გადაშენებულად მას შემდეგ მიიჩნიეს, რაც თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმდინარე ადგილებში საძოვრად გაშვებული პირუტყვის გამო, P. senarius-ი კვალი გაქრა.
თუმცა, 2025 წლის ივნისში კერძო საკუთრებაში მუშაობისას, მებაღე აარონ ბინმა უჩვეულო მცენარის ფოტოები მცენარეთა იდენტიფიკაციის აპლიკაცია iNaturalist-ში ატვირთა.
პლატფორმაზე მყოფმა მოყვარულმა მეცნიერებმა მალევე დაადასტურეს, რომ ახალი ნიმუში P. senarius-ის სახეობას ეკუთვნოდა.
ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ, აარონის ფოტოები ქუინსლენდის ჰერბარიუმის გამოცდილ ბოტანიკოსამდე - ენტონი ბინამდე მივიდა. მისდა გასაოცრად, ბინმა აღმოაჩინა რომ ეს ზუსტად ის სახეობაა, რომელიც 1960-იანი წლებიდან არავის აღარ უნახავს.
Ptilotus senarius პატარა, წვრილი ბუჩქია მიმზიდველი იისფერ-ვარდისფერი ყვავილებით. ეს სახეობა მხოლოდ კარპენტარიის ყურის მახლობლად, უხეში რელიეფის ზოლში გვხვდება. ითვლებოდა, რომ ის დაახლოებით 900 მცენარის სახეობიდან ერთ-ერთია, რომლებიც 1750-იანი წლებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში გადაშენდა.
იხილეთ ასევე: