ავტორი:

სარკინიგზო კატასტროფისას 6 წლის გოგონამ მშობლები, ძმა და ბიძაშვილი დაკარგა: გარდაცვლილია 40 ადამიანი - ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სარკინიგზო კატასტროფისას 6 წლის გოგონამ მშობლები, ძმა და ბიძაშვილი დაკარგა: გარდაცვლილია 40 ადამიანი - ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას ბოლო ცნობების მიხედვით, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის შედეგად 6 წლის ესპანელი გოგონა ობოლი დარჩა.

კატასტროფისას დაიღუპნენ გოგონას მშობლები, ხოსე სამორანი და კრისტინა ალვარესი,12 წლის ძმა და ბიძაშვილიც.

  • ხოსე სამორანი და კრისტინა ალვარესი შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მადრიდში იმყოფებოდნენ. დედაქალაქში ისინი მადრიდის "რეალის" მატჩს დაესწრენ, მიუზიკლ "მეფე ლომს" უყურეს" და სასიამოვნო ოჯახური მოგზაურობის შემდეგ, შინ ბრუნდებოდნენ.

  • კრისტინა ალვარესი

  • რაც შეეხება 6 წლის გოგონა, როგორც პოლიცია აცხადებს, ბავშვი უვნებელი გადარჩა და ის კორდობაში სასტუმროში გადაიყვანეს. ბავშვთან ერთად არის მისი ბებიაც, რომელიც ასევე მატარებელში იმყოფებოდა. ქალს თავზე ჭრილობა აქვს და სამი ნაკერი ადევს.

"ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს - ვადასტურებ, რომ ალვარესების ოჯახის წევრების ცხედრები ნაპოვნია, ისინი დაკარგულად ითვლებოდნენ. სამდღიან გლოვას ვაცხადებ", - აცხადებს ესპანეთის ქალაქ პუნტა-უმბრიას მერი (გარდაცვლილი ოჯახი სწორედ ამ ქალაქიდან იყო)..

  • ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში ერთმანეთს სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ.

მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა.

სარკინიგზო ქსელის ცნობით, ორივე მატარებელში, საერთო ჯამში, ოთხასი მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

ავარიისას დაღუპული ბიძაშვილები - პეპე და ფელიქს ზამორანოები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ეს ღამე ჩვენი ქვეყნისთვის ღრმა მწუხარების ღამეა ადამუზში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო. ვერანაირი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს ასეთ დიდ ტანჯვას“, - დაწერა მან X-ზე.

  • მეფე ფილიპე VI-მ და დედოფალმა ლეტიციამ განაცხადეს, რომ კატასტროფის შესახებ ინფორმაციას დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს, ასევე სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს“, - ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.

ხელისუფლება ავარიის ზუსტ გარემოებებს იძიებს, თუმცა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ თქვა, რომ "ეს უკიდურესად უცნაური სარკინიგზო ავარიაა".