ავტორი:

“თუ გრენლანდია იყიდება, მეც დაინტერესებული ვარ“ - კონორ მაკგრეგორი

“თუ გრენლანდია იყიდება, მეც დაინტერესებული ვარ“ - კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორი: “თუ გრენლანდია იყიდება, მეც დაინტერესებული ვარ,“ - ასეთი აღწერით ქარდი "ინსტაგრამზე" ტელეწამყვანმა ტორი ბრუკმა გამოაქვეყნა და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი მონიშნა.

  • მაკგრეგორმაც კომენტარებში დაუდასტურა, რომ ასეთი სურვილი მართლაც აქვს.

აღნიშნულს მებრძოლის გულშემატკივრები და მეგობრებიც გამოეხმაურნენ.

“კონორ მაკგრეგორი გრენლანდიის ჩატში შემოვიდა,“ - წერს ტორი ბრუკი.

ამას გულშემატკივრების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი წერს, რომ კონორს “ისევე შეუძლია დატოვოს “ჩატი“, როგორც "შევიდა“ და ზედმეტი ამბიციები ნუ შეაწუხებს.

ნაწილმა კი ახალი ინფორმაცია სახალისოდ მიიჩნია.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ კონორ მაკგრეგორმა გამომწერებს თავისი პოლიტიკური გეგმები გაუზიარა და განაცხადა, რომ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მოგვიანებით, გადაიფიქრა.

გრენლანდიის საკითხი მსოფლიოს პოლიტიკოსთა და მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანიისგან კუნძულის შეძენა სურს. ტრამპის თქმით, ეს საკითხი აშშ-თვის გადამწყვეტია და დათმობებზე არ წავა, თუ საჭირო გახდება ამისათვის შეიარაღებულ ძალასაც გამოიყენებს, რადგან ეს უსაფრთხოებას ეხება.

  • დონალდ ტრამპის თქმით, თუ ამერიკა გრენლანდიას არ მიისაკუთრებს, მას ჩინეთი ან რუსეთი დაეპატრონება და “მას არ სურს მეზობლად ჩინეთი ან რუსეთი ჰყავდეს.“

ევროპელი ლიდერები მის განცხადებებს ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ დანიას უჭერენ მხარს, საჭიროების შემთხვევაში კი არც საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოერიდებიან.

იხილეთ ასევე: