ავტორი:

5 პროფესია, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში გაქრება

5 პროფესია, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში გაქრება

ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმი რადიკალურად შეცვალა. რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი იყო სასურსათო მაღაზიებში თვითმომსახურების დაწესება, ხელოვნური ინტელექტით მომუშავე იურიდიული ასისტენტების არსებობა, თუმცა ეს ყველაფერი დღეს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

ეს ცვლილებები გავლენას ახდენენ გლობალური სამუშაო ძალის სტრუქტურაზეც. სამუშაო კატეგორიების რაოდენობა მცირდება. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მუშაობა, არამედ ის, რომ პირველ ადგილზე ხელოვნურმა ინტელექტმა გადმოინაცვლა.

ადამიანებს ნელ-ნელა ანაცვლებენ რობოტები. მათ დავალების შესრულება შეუძლიათ უფრო სწრაფად, დაღლის გარეშე. ჩატბოტები, კონტენტის გენერატორები და ანალიტიკური ხელოვნური ინტელექტი ცვლის სამუშაოებს, რომლებიც ოდესღაც ადამიანურ ინტელექტს მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, პროფესიის არჩევისას უმნიშვნელოვანესია, გავიგოთ სამყაროში არსებული ვითარება, რადგან დასაქმებისას პრობლემებს არ შევეჩეხოთ.

  • საინტერესოა, მაინც, რომელი პროფესიებია გაქრობის საფრთხის წინაშე?

გთავაზობთ 5 სამუშაოს, რომლის გაქრობასაც სულ რაღაც 5 წელში ვარაუდობენ:

  • მოლარეები

მიზეზი: თვითმომსახურების სისტემების, მობილური გადახდების და Amazon-ის სტილის მაღაზიების ზრდა.

მსოფლიო მასშტაბით საცალო ქსელები დიდ ინვესტიციებს დებენ თვითმომსახურების ტექნოლოგიებში. ბევრ დიდ ქალაქში ასეთი გადახდა უკვე არსებობს. შეგიძლიათ მაღაზიაში შეხვიდეთ, დაასკანეროთ თქვენი ნივთები და გადაიხადოთ დამოუკიდებლად. ეს სისტემა არა მხოლოდ მოსახერხებელია, არამედ ეკონომიურიც, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს შეამცირონ პერსონალის რაოდენობა.

  • ტელემარკეტერები

მიზეზი: ხელოვნური ინტელექტით მართული ხმოვანი ასისტენტები და პროგრამული უზრუნველყოფა გაცილებით ეფექტური და ნაკლებად შემაწუხებელია, ვიდრე ტრადიციული ცივი ზარები.

დღეს მომხმარებლები ნაკლებად პასუხობენ უცნობ ნომრებს და როდესაც ამას აკეთებენ, ისინი მაღალ პერსონალიზაციას ელიან. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ახლა შეუძლიათ მასშტაბურად მიაწოდონ მორგებული შეტყობინებები, გააანალიზონ მსმენელთა რეაქციები და რეალურ დროში შეთავაზებები დაარეგულირონ.

ტელემარკეტებეს ცვლითხელოვნური ინტელექტის სასაუბრო პლატფორმები, როგორიცაა GPT-ზე მართული გაყიდვების ბოტები.

  • ტურისტული აგენტები

მიზეზი: მოგზაურობის პლატფორმები უფრო მოსახერხებელია, მათ ფონზე ტურისტული აგენტები თითქმის მოძველებულია მომხმარებლების უმეტესობისთვის.

ოდესღაც, შვებულების დაჯავშნა გულისხმობდა ტურისტულ აგენტებთან შეხვედრას ფრენების, სასტუმროების და მარშრუტების დასაგეგმად. დღეს, ტელეფონზე ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ დაჯავშნოთ ყველაფერი. ალგორითმები გირჩევთ საუკეთესო შეთავაზებებს, პერსონალიზებულ მოგზაურობის რჩევებს და დახმარებას ვიზის მოთხოვნებთან დაკავშირებითაც კი.

ტურისტულ სააგენტოებს ხელოვნური ინტელექტით მართული დაჯავშნის ასისტენტები და ალგორითმებზე დაფუძნებული ბოტები ცვლის.

  • ბანკის მოლარეები

მიზეზი: მობილური გადახდის აპლიკაციების და ონლაინ ფინანსური სერვისების ზრდა.

მობილური აპლიკაციების საშუალებით შეგიძლიათ ჩეკების შეტანა, თანხის გადარიცხვა და სესხის აღებაც კი ბანკში მისვლის გარეშე. ბევრი ბანკის ფილიალი იხურება ან მცირდება, რაც ყოველდღიური ტრანზაქციების განსახორციელებლად ბანკომანეტსა და ჩატბოტებს უფრო მეტად იყენებს.

  • ფოსტის თანამშრომლები

მიზეზი: ელექტრონულმა ფოსტამ, შეტყობინებების აპლიკაციებმა და ელექტრონულმა ანგარიშსწორებამ მკვეთრად შეამცირა ტრადიციული ფოსტის სერვისების საჭიროება.

Amazon, FexEx da UPS, იყენებენ ავტომატიზებულ დახარისხების ცენტრებს და მიწოდების დრონებს ან ბოტებს ხარჯების შესამცირებლად.

წყარო https://allmoneylab.com/

მოამზადა ანი შვანგირაძემ