19 იანვარს, 93 წლის ასაკში, დიდი იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა.

"ვალენტინო გარავანი დღეს რომში, საკუთარ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“, - დაწერა დიზაინერის ფონდმა "ინსტაგრამზე“.


დიზაინერი წლების განმავლობაში ქმნიდა განსაცვიფრებელ კაბებს "ოსკარის", მეტ გალასა და სხვა დაჯილდოებებისთვის, ასევე საქორწილო კაბებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალებისთვის. 1960-იანი წლებიდან იგი მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო თავისი საღამოს კაბების ელეგანტურობით, ასევე წითელი ფერის იმ ტონალობით, რომელსაც საკუთარი სახელი მიანიჭა - Rosso Valentino.

ვალენტინომ, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელმა, მაღალი მოდის მწვერვალს მიაღწია, შექმნა ბიზნესიმპერია.
"ის 2008 წელს გავიდა პენსიაზე. მას ჯორჯო არმანისა და კარლ ლაგერფელდთან ერთად მიიჩნევდნენ იმ ეპოქის ერთ-ერთ ბოლო დიდ დიზაინერად, რომელიც წინ უძღოდა მოდის როგორც გლობალური, მაღალკომერციალიზებული ინდუსტრიის ჩამოყალიბებას, რომელსაც თანაბრად მართავდნენ როგორც ბუღალტრები და მარკეტოლოგები, ასევე კუტიურიეები, - წერს "როიტერი". სააგენტო.


ვალენტინოს პირველი კლიენტი ელიზაბეტ ტეილორი იყო, სწორედ ეს აღმოჩნდა სავიზიტო ბარათი, რომ დიზაინერი მაღალი მოდის სამყაროში მიეღოთ.




დიზაინერის ცნობილ კლიენტებს შორის იყვნენ ენ ჰეთეუეი და გვინეტ პელტროუ, აშშ-ის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, პრინცესა დიანა, სოფი ლორენი და სხვები.



